01 თებერვალი 2025,   01:58
ვრცლად
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - ბაკურიანში საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა

ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამზადისთან დაკავშირებით, საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა. ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო მზადყოფნის შესახებ ანგარიში პრემიერ მინისტრმა მოისმინა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყანა მასპინძლობისთვის მზად არის. კერძოდ, უკვე გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა თბილისში და დღესვე გაიხსნა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასა ბაკურიანში.

ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები საქართველოს ოთხ თებერვალს ეწვევიან. "ბაკურიანი 2025" 9-16 თებერვლამდე პერიოდში ჩატარდება. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან ათასამდე სპორტსმენი ეწვევა. 

"ახალი ინფრასტრუქტურა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტანდარტებთან, ყველა შესაბამისი ფედერაციის სტანდარტები გათვალისწინებულია. ტექნოლოგიურადაც თანამედროვე გადაწყვეტები და ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული და გამოცდილმა კომპანიებმა იმუშავეს. რეალურად, აღნიშნული ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტის სახეობებისთვის და რეალურად, ძალიან კარგ პერსპექტივებს ქმნის შემდგომში ასეთი და კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირების ჩატარების შესაძლებლობის თვალსაზრისით," - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე.

 

 

 

 

დღის ამბები