უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელს მოუწოდებს დაეხმაროს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაში, რომელიც პირველ იანვარს შეჩერდა. ორბანი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაბლოკავს ევროკავშირის სანქციების იმ პაკეტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში უნდა დაწესდეს.
"უკრაინა არ ატარებს თავის ტერიტორიაზე რუსულ გაზს, რომელიც ცენტრალურ ევროპას უნდა მიეწოდოს. ამიტომ იზრდება გაზის ფასი, რაც იწვევს ზოგადად ფასების ზრდას. ეს მიუღებელია. თუ ეს არ შეიცვლება, დავბლოკავთ სანქციებს. სხვა გზა არ არის. ერთ ქვეყანას ეს შეუძლია. თუ კომისია არ შეასრულებს იმ ყველაფერს რაზეც შევთანხმდით, მაშინ სანქციები საკითხი დასრულებულია,"- აცხადებს ორბანი.