80 კილომეტრიანი საპროტესტო მარში სერბეთში - სტუდენტები ქალაქ ნოვი-სადის სადგურის შენობის ნაწილის ჩამონგრევას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი კორუფცია და ნეპოტიზმია, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ტრაგიკული შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა რა დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა 2 კი დაშავდა.