აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფილადელფიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ის ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"სამწუხაროა უყურო, როგორ ვარდება თვითმფრინავი ფილადელფიაში. უდანაშაულო სულები დავკარგეთ. ჩვენი ხალხი საქმეში მთლიანადა არის ჩართული. სწრაფი რეაგირების სამსახურებმა არაჩვეულებრივი სამუშაო ჩაატარეს," - წერს ტრამპი.
ფილადელფიაში, მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც რამდენიმე კორპუსს შეეჯახა, დაიწვა სახლები და მანქანები, დაშავდა ხალხი.
თვითმფრინავი სამედიცინო სატრანსპორტო მისიას ასრულებდა, გადაჰყავდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი - ბავშვი, დედა, პილოტი, კოპილოტი, ექიმი და სასწრაფო სამედიცინო ტექნიკოსი.
"ჩვენ ვერ დავადასტურებთ გადარჩენილების შეახებ ინფორმაციას," - თქვა საჰაერო სასწრაფო დახმარების კომპანიამ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ფილადელფიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.