ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქართველი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ. ერთეულთა შორის, მცირე ოქროს მედლის მფლობელი, ანასტასია გუბანოვა გახდა. ხოლო ვაჟებში, მცირე ვერცხლის მედალი, ნიკა ეგაძემ მოიპოვა. წყვილთა შორის კარგი გამოსვლა ჰქონდათ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას, რომლებმაც ჯამში 191 ქულა მიიღეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელებიც გახდნენ. თავისუფალი პროგრამით ყინულზე პირველ თებერვალს, ლუკა ბერულავა იასპარეზებს.