01 თებერვალი 2025,   15:46
ვრცლად
დონალდ ტრამპი: ეს არის საშინელი ომი, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული დისკუსიები რუსეთთან, ვცდილობთ ომის შეჩერებას

როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი? - საორიენტაციო ვადად ამერიკის პრეზიდენტი 100 დღეს ასახელებს. დონალდ ტრამპმა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. თქვა, რომ რუსეთთან აქტიური დისკუსიაა, თუმცა არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია ვლადიმერ პუტინთან.

"ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ისეთი რამის გაკეთებას, რაც ცვლილებებს გამოიწვევს, გვინდა ამ ომის დასრულება, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არც დაიწყებოდა. ეს არის საშინელი ომი, მილიონობით ახალგაზრდა იღუპება, განადგურებული ქალაქები ნანგრევებს დაემსგავსა, ეს უბრალოდ უაზრო სიტუაციაა, რომელიც უნდა შეჩერდეს. ჩვენ გვაქვს დისკუსიები რუსეთთან, არ მინდა ამ საკითხზე კონკრეტულად საუბარი, მაგრამ დისკუსია ძალიან სერიოზულია, ვცდილობთ ომის შეჩერებას,"- აცხადებს დონალდ ტრამპი.

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები