01 თებერვალი 2025,   17:36
ვრცლად
"თუ რამის გაკეთება უნდათ, ამის რესურსი აქვთ, არავინ ხელს არ უშლის" - დიმიტრი ცქიტიშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას "ქართული ოცნება" ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. კომისიამ რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს, "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს.

საბოლოოდ სამუშაო ჯგუფი პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. პროცესს ბარიერგადალახული ოპოზიცია ემიჯნება.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", ლანა გალდავა ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ეს
პროცესი დიდი ხნის წინ შეეძლო დაეწყო, ახლა ამ თემის წამოჭრა სანახაობის გათამაშებაა.

"ქართული ოცნება ხელისუფლებაში არის 12 წელია, მათ ეს პროცესი შეეძლოთ ძალიან ადრე დაეწყოთ. ახლა ამ თემის ხელახლა წამოჭრა, ეს არის უბრალოდ სანახაობის გათამაშება. თუ ვინმე სისტემური დანაშაულის ჩამდენი იყო წინა ხელისუფლებაში, არიან წარმატებით გადაპორტირებული მათ წიაღში. ასე, რომ შეუძლიათ ეს ხალხი კარგად იპოვონ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში და თავისი შიდა სტრუქტურების წმენდით დაიწყონ გამოძიება" - აცხადებს ლანა გალდავა.

შეფასება გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

"არავის არ შეუშლია ხელი, მაშინ როდესაც დააპატიმრეს ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია. თუ რამის გაკეთება უნდათ, ამის რესურსი აქვთ, არავინ ხელს არ უშლის. უბრალოდ, ხან იჭერდნენ, ხან არ იჭერდნენ. დღესაც გამოძიების ფარგლებში, "ქართულ ოცნებაში" უფრო მეტი ის ადამიანია "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი სახეები, ვიდრე სხვა პოლიტიკურ პარტიებში. ამიტომ, ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის პოპულიზმი," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

 

 

 

დღის ამბები