მათ საქართველოს ინტერესებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ალუდა ღუდუშაურს კი ამით ღირსება არ შეელახება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც "ქართული ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.
"ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დაფინანსებულია უცხო ქვეყნის ფულით. მათი მიზანი არის, ყველა პატრიოტზე შეტევა მიიტანონ და ეს არის ლიბერალური ფაშიზმისთვის და, ზოგადად, ფაშიზმისთვის, ტოტალიტარული სექტანტური აზროვნებისთვის დამახასიათებელი. არც ალუდა ღუდუშაურს და არც არავის ამით ღირსება არ შეელახება. ამით კიდევ ერთხელ ჩნდება სწორედ ის, რომ ადამიანები იღებენ უცხოურ დაფინანსებას, უცხოური ფულით შეკვეთილი ლოზუნგებით დადიან და რეალურად საქართველოს ინტერესებთან მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სოციალურ ქსელში მილანის აეროპორტში გადაღებულ ვიდეო ვრცელდება. კადრებში ჩანს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური, რომელთანაც მოქალაქე მიდის და ეუბნება რომ ის ქვეყნის სირცხვილია. ადამიანი რომელიც ღუდუშაურს ესაუბრება და თან ვიდეოს იღებს, არასამთავრობო ორგანიზაცია "სივილ აიდეას" თავმჯდომარის თინათინ ხიდაშელის თანაშემწე - ნათია ქობალიაა.