01 თებერვალი 2025,   01:42
ვრცლად
"მე გამჭვირვალობას, როგორც პრინციპს ყოველთვის მივემხრობი. არ ვიცი რა თანხები მოდიოდა, ეს არის USAID-ის შიდა საქმე" - გრიგოლ გეგელია

USAID-ის დაფინანსების შეჩერებაზე, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება.

თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა USAID-ის პროგრამა არამარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში შეაჩერა და ეს მათი შიდა გადაწყვეტილებაა.

"ის, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა სამი თვით შეეჩერებინა ყველა ქვეყანაში და არამხოლოდ საქართველოში USAID-ის პროგრამა, ეს არის მათი შიდა გადაწყვეტილება. ის სიხარული, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ეს ნიშნავს რომ ისინი უპირისპირდებიან ყველა იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც სიკეთე მოჰქონდა ამ პროგრამას,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.

"მე გამჭვირვალობას, როგორც პრინციპს ყოველთვის მივემხრობი"- ამის შესახებ კი გრიგოლ გეგელია აცხადებს და იმედოვნებს, რომ სამი მაგდენი დაფინანსება შემოვა საქართველოში შემდეგ დროში:

"მე გამჭვირვალობას, როგორც პრინციპს ყოველთვის მივემხრობი. არ ვიცი რა თანხები მოდიოდა, ეს არის USAID-ის შიდა საქმე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩარევის გარეშე ტრამპი და რუბიო როგორღაც გამოარკვევენ. იმედი მაქვს, რომ სამი მაგდენი შემოვა საქართველოში შემდეგ დროში,"- აღნიშნავს ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი გრიგოლ გეგელია

დღის ამბები