01 თებერვალი 2025,   02:05
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლებს არ სჯერათ, რომ საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი არაბული დეველოპერული კომპანია შემოვა - როგორ პასუხობს მათ მმართველი გუნდი 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანია საქართველოში 6 მილიარდიანი ინვესტიციით შემოდის, სოციალურ ქსელში გაჩნდა "ფეისბუკ" სტატუსებიც. ოპოზიციონერი ლიდერები პირად ვებგვერდებზე წერენ, რომ მრავალმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება თბილისსა და გონიოში, რეალობას არ შეესაბამება. ნაწილმა დაწერა, ნაწილმა კი დღეს აბუ-დაბიში გაფორმებულ მემორანდუმს მითიური და ზღაპრული უწოდა.

ოპოზიციას არ სჯერა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი შემოიყვანა.

სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს არ უკვირთ ოპოზიციის განცხადებები. ამბობენ, რომ "ემაარ ჯგუფთან" გაფორმებული მემორანდუმი, არა მხოლოდ ეკონომიკური წარმატება, არამედ პოლიტიკური განაცხადია, რაც მათი ოპონენტების დღის წესრიგს სცდება.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებებმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს სერბეთის მაგალითი გაახსენა. თუმცა პრემიერის თქმით, სიტყვები მაშინ საქმით დამტკიცდა და ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც.

6 მილიარდიან ინვესტიციაზე შეთანხმებას, ხელი აბუ-დაბიში საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. "ემაარ ჯგუფი" თბილისსა და გონიოში მულტიფუნქციური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, გასართობ სივრცეებსა და სასტუმროებს მოიცავს.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები