უკრაინაში ომი გრძელდება - რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულია 13 ადამიანი.
სამიზნე ამჯერად სუმის ოლქია, დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები. უტევენ ოდესის ოლქსაც.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა რუსული ხელწერაა, რაც მსოფლიოსგან მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.