"ჩვენ ვერ დავადასტურებთ გადარჩენილების შეახებ ინფორმაციას," - თქვა საჰაერო სასწრაფო დახმარების კომპანიამ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ფილადელფიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ფილადელფიაში, მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც რამდენიმე კორპუსს შეეჯახა, დაიწვა სახლები და მანქანები, დაშავდა ხალხი.
თვითმფრინავი სამედიცინო სატრანსპორტო მისიას ასრულებდა, გადაჰყავდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი - ბავშვი, დედა, პილოტი, კოპილოტი, ექიმი და სასწრაფო სამედიცინო ტექნიკოსი.
თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბავშვი შეერთებულ შტატებში მკურნალობდა და მექსიკაში ბრუნდებოდა.
ფილადელფიის მერმა ჩერელ პარკერმა თქვა, რომ ქალაქის ოფიციალურმა პირებმა არ იციან დაღუპულთა რაოდენობის შესახებ.
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი მექსიკის მოქალაქე იყო.