ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო კომპანიასთან - Thomas Cook, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და Thomas Cook-ს კომპანიის პრეზიდენტმა მოგზაურობის, დასვენებისა და საქმიანი ტურიზმის მიმართულებით რაჯიივ ხალემ.
მემორანდუმის მიზანია: საქართველოს ცნობადობის ამაღლება ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე, საქართველოს შესახებ ტურისტულად მიმზიდველი მედიაკამპანიის ორგანიზება, გაცნობითი ტურების მოწყობა საქართველოში, საქართველოს საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა ინდოეთში, უნიკალური და ინდოეთის ბაზარზე მორგებული ტურისტული პროდუქტების შექმნა, ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები ინდოეთში საქართველოს შესახებ, გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყება საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდა ინდოეთში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი