Le Parisien-ის ვარაუდით, კვარაცხელიას დებიუტი 25 იანვარს, ლიგა ერთის მე-19 ტურში, "პარკ დე პრენსზე" "რეიმსთან" მატჩში შედგება.
ქართველი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ პსჟ-თან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს.
კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022 წელს გადავიდა, გუნდის მაისურით 107 მატჩი ჩაატარა და მისი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც იყო.