კომპანიების ნაწილი სამი საათით გაიფიცა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 18 საათამდე გაგრძელდება.
კამპანიას უერთდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნეს ჯგუფები. გაფიცული კომპანიის თანამშრომლების ნაწილმა ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა.