საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ირაკლი ზარქუას, დეპუტატ ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გაბიტაშვილმა, აბუდაბის ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატებს გუშინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.