
პატიმარ ნიკა კაციას ძმა სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურაბიშვილმა ის ყურადღების გარეშე დატოვა.
ლაშა კაცია გავრცელებულ პოსტში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს უარი თქვა მასთან შეხვედრაზე, მიზეზად კი დროის უქონლობა დაასახელა.
"დრო არ აქვს, თურმე. ველოდები შეხვედრის დასრულებას, მაგრამ თუ ის მოხდა, რისი ვარაუდის სრული საფუძველიც მაქვს, მე, ლაშა კაცია, პირობას ვდებ რომ 31 რიცხვში დასრულდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზა", - წერს სოციალურ ქსელში ნიკა კაციას ძმა და ამბობს, რომ ზურაბიშვილს მის გზავნილს გადასცემენ.
კაციას არა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას დღეს უკვე შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მედიასთან თქვა, რომ ზურაბიშვილთან მისვლის ერთადერთი მიზეზი სწორედ პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილების გადაცემა იყო.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, ოპოზიციაში არცერთ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს.