03 აპრილი 2025,   00:02
ვრცლად
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

საკანონმდებლო ორგანომ "პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილება მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.

აღნიშნული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

რეგლამენტის პროექტის თანახმად, ასევე იცვლება და ახლებურად ყალიბდება ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ისევე როგორც ეს ხდება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

დღის ამბები