
ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - ისრაელის არმიამ ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად გამოცხადებული კარვების ბანაკი დაბომბა. დაღუპულია სულ მცირე 22 ადამიანი. უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
არაბული წყაროების ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა დაბომბეს ღაზის სექტორის სხვა რეგიონებიც, მათ შორის - რაფა და ხან იუნისი.
პარალელურ რეჟიმში გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაციები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სადაც დაღუპულია ადგილობრივი მამაკაცი.