
შოტლანდიაში, ლოხ-ნესის ურჩხულის გადასაღებად 55 წლის წინ ტბაში ჩაშვებული კამერა იპოვეს. კამერა რობოტიზირებულმა წყალქვეშა ნავმა შემთხვევით იპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წყალქვეშა ნავი Boaty McBoatface-ი ტესტირებას გადიოდა, როდესაც მისი პროპელერი 1970-იანი წლების კამერას გამოედო.
არსებული ინფორმაციით, კამერა წყლის ზედაპირიდან 180 მეტრის სიღრმეზე იყო ჩაშვებული, რათა ლოხ-ნესის მონსტრის ნესის არსებობის კვალი გადაეღო. მედიის ცნობით, კამერაზე ნესის ამსახველი კადრები არ აღმოჩნდა, მაგრამ წყალქვეშა ნავის ერთ-ერთმა ინჟინერმა ტბის მღვრიე წყლების რამდენიმე სურათის გადაღება შეძლო.
მიჩნეულია, რომ ლოხ-ნესის მონსტრი, რომელსაც ნესის უწოდებენ, არის გრძელკისერა არსება ერთი ან ორი კუზით და წააგავს პრეისტორიული ხანის პლეზიოზავრებს.