20 მარტი 2025,   16:54
ვრცლად
"ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანს გარკვეული პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს" - თორნიკე ჭეიშვილი ნიკა გილაურის კომპანიის მიერ ლობისტების დაქირავებაზე

"ნებისმიერი განცხადება, რომლითაც ის ცდილობს, შექმნას ილუზია იმისა, რომ ემიჯნება და არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კონკრეტული ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანს გარკვეული პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს," - ეს განცხადება ნიკა გილაურის მხრიდან ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, კვლავაც მოსალოდნელია, ქვეყნის შიდა საქმეებში ნეგატიურად ჩარევის გზით, ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობა.

"კვლავაც შეეცდებიან სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების დახმარებით მოახდინონ ქვეყნის შიდა საქმეებში ნეგატიური ჩარევა, რომ ამ ფორმითაც შეეცადონ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

ნიკა გილაურის კომპანია "რეფორმატიკსი" ლობისტური საქმიანობისთვის ამერიკულ კომპანია Continental Strategy-ის სამართლებრივი, პოლიტიკური და კომუნიკაციის სტრატეგიებზე რჩევებისა და კონსულტაციებისთვის ნახევარ წელიწადში 600 000 დოლარს უხდის. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი აშშ-ის FARA-ს ოფიციალურ საიტზე არის გამოქვეყნებული.

დღის ამბები