
Reuters-ის ინფორმაციით, USAID-ის თანამშრომლებმა დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიიღეს. სამთავრობო თანამშრომელთა პროფკავშირმა წარადგინა სასამართლოში შეტანილი განაცხადი, სადაც საუბარია USAID-ის აღმასრულებელი მდივნის, ერიკა კარის ელექტრონულ წერილზე, რომელშიც თანამშრომლებს სააგენტოს ოფისში მისვლის ინსტრუქციას აძლევს "დოკუმენტების გასანადგურებლად". წერილში დაკონკრეტებული არ არის, რა დოკუმენტების განადგურებაზეა საუბარი.
თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანნა კელიმ X-ზე დაწერა, რომ ცნობები დოკუმენტების განადგურების შესახებ "ყალბი ამბების ისტერიაა". მისი განმარტებით, დოკუმენტები იყო "ძველი და, ძირითადად, სხვა უწყებებიდან მიღებული, რომლის ორიგინალი ვერსიებიც კომპიუტერულ სისტემებში კვლავ არსებობს".