12 მარტი 2025,   20:16
ვრცლად
"არ მგონია, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ელჩები უნდა ეხებოდნენ, რაც შეეხება ფორმას, ისეთს, რომელიც შეიძლება ადამიანს არ მოსწონდეს, ეს სხვა ამბავია" - ნინო დოლიძე პატარაიას სტატუსზე

საფრანგეთის საელჩო ამ დრომდე არ გამოხმაურებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც თან დაურთო ბაია პატარაიას კომენტარი, რომელიც მაკა ბოჭორიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ასევე გამოაქვეყნა 6 მარტს "საფარის" ოფისში საფრანგეთის ელჩის სტუმრობის ამსახველი ფოტო.

"ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს, რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ალბათ, მინიმუმ, მოლოდინი ექნებოდა, რომ საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა საფრანგეთის ელჩი. ევროპულობა ხომ საქმეში გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ ბაია პატარაიას სტატუსი არ არის ისეთი საკითხი, რაც ელჩების ჩარევას მოითხოვს.

"არ მგონია, ეს ისეთი საკითხია, რომ ელჩები უნდა ეხებოდნენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვართ ძალიან კრიტიკული, როდესაც ეს არის გენდერული ნიშნით ან სექსისტური შეფასებები, ამ შემთხვევაში, ცხადია, ვართ.

რაც შეეხება ფორმას, ისეთს, რომელიც შეიძლება ადამიანს არ მოსწონდეს, ეს სხვა ამბავია. ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველა ადამიანი თავად არჩევს რა ფორმით გამოხატავს ამას. მე, შეგიძლიათ, მკითხოთ ჩემს პოსტებთან დაკავშირებით, ალბათ, უმჯობესი იქნება, მე თუ გამოვხატავ ასეთი ფორმით - შეგიძლიათ, მკითხოთ, ყველა ადამიანს თავისი გამოხატვის ფორმა აქვს", - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

დღის ამბები