12 მარტი 2025,   20:14
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს დომინიკ ჰასლერს შეხვდა.

"მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ასევე წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალი, ასევე დაფიქსირდა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო.

მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დღის ამბები