12 მარტი 2025,   20:07
ვრცლად
სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების განხილვით გრძელდება.

პროცესს ესწრებიან ბრალდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე პოლიტიკოსები. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, ხუთს კი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

მათ 4-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები