
ტრამპმა "ტესლას" ელექტრომანქანა იყიდა. ამერიკის პრეზიდენტმა, ამ ფორმით, ილონ მასკს მხარდაჭერა გამოუცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში მიღებული ზარალის გამო.
რამდენიმე შტატში "ტესლას" ობიექტებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობასა და სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომლების გაშვებას აპროტესტებენ.
მედია წერს, რომ ამის გამო ამერიკის მასშტაბით მასკის კომპანიის აქციები 15%-ით დაეცა.