დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, "ქართული ოცნება" ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. კომისიამ რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს. საბოლოოდ, სამუშო ჯგუფი პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.
პროცესს ბარიერგადალახული ოპოზიცია ემიჯნება:
"ხელისუფლება კვლავ საუბრობს იმ პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში არ ყოფილა და რომელსაც, მე დღეს ამაყად წარმოვადგენ. ამ სანახაობით, ის ვერ გადალახავს მისი არალეგიტიმურობის ფაქტს. მუდმივად კი არ ვიყუროთ წარსულში, არამედ წინ გავიხედოთ,"- აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.
”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი გრიგოლ გეგელია კი აცხადებს - "რაიმე გამოძიებაზე "ქართული ოცნების" მხრიდან 12 წლის თავზე საუბარი არის ფარსი. ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რამენაირად ადამიანები დააჯერონ თურმე "ქართული ოცნება" რამის გამოძიებას აგრძელებს. 12 წელი სად იყვნენ".