თბილისში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, ისევ განხილვის თემაა. მმართველი გუნდი ოპონენტებს საქართველოს წინააღმდეგ გამიზნულ ქმედებებში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ოპოზიციამ PACE-ში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმოქმედა და ქვეყნის ინტერესები განზრახ დააზიანა. ის რომ პროცესში უკრაინული მხარეც მონაწილეობდა, ამას უკრაინელი ჟურნალისტი ადასტურებს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სტრასბურგში მყოფ კოალიციური ცენტრების წარმომადგენლებს, საუბარი ნამდვილად ჰქონდათ ჰქონდათ იმ ადამიანებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის შედგენაში, განხილვაში და კენჭისყრაში:
"რა თქმა უნდა, სტრასბურგში იმყოფებოდნენ კოალიციური ცენტრების წარმომადგენლები, კოალიციური პარტნიორები. ჩვენს წარმომადგენლებს საუბარი ჰქონდათ იმ ადამიანებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის შედგენაში, განხილვაში და კენჭისყრაში. ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო "ქართულმა ოცნებამ", პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცადა საპარლამენტო ასამბლეას. ამით აყენებს ზიანს ჩვენს ქვეყანას. ამით ზიანს ვერ მიაყენებს საპარლამენტო ასამბლეას, რადგან ეს დელეგაცია იქნება თუ არა იქ, საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ვერანაირ უარყოფით ელემენტს ეს ვერ შეიტანს, მაგრამ აყენებს ზიანს ჩვენს ქვეყანას, რადგან ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იზოლაციისკენა,"- აღნიშნავს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია კი აცხადებს: "არამარტო უკრაინა, არამედ ყველა ჩვენი მოკავშირე და დასავლური დემოკრატიული ძალა მუშაობს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ".