საქართველოს ბუნება, ინფრასტრუქტურა, ისტორია, ტრადიციები, კერძები, სტუმართმოყვარე ხალხი - ეს არასრული ჩამონათვალია, რის გამოც ქვეყანა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩება. ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს ტურისტულმა ვიზიტებმა ისტორიულ მაქსიმუმს 5,1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. ზრდა დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებითაც და 7 300 000-ს გადააჭარბა.
გასულ წელს ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოში თურქეთიდან და ისრაელიდან ჩამოვიდა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ 2025 წელი უფრო წარმატებული იქნება.
2025 წლისთვის ტურისტული ნაკადების ზრდას პროგნოზირებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ამის თქმის საფუძველს კი მარიამ ქვირივიშვილს წამყვან ავიაკომპანიებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები აძლევს.
გასულ წელს საქართველოს ათასობით საერთაშორისო ვიზიტირი ჰყავდა ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა, ამერიკის შეერტებული შტატები, საფრანგეთი, ინდოეთი, საბერძნეთი, არაბთა გაერთიანებული საამიეროები.
ავტორი: ნანა გოგატაძე