15 იანვარი 2025,   22:39
ვრცლად
თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი სასჯელი - პრემიერი

"თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი სასჯელი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ოპოზიციის გადასაწყვეტი ვერ იქნება.

"საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება მათი [ოპოზიციის] გადასაწყვეტი. თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი სასჯელი. აქედან გამომდინარე თავად შეგიძლიათ განსაჯოთ რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები