15 იანვარი 2025,   22:47
ვრცლად
ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა - ირაკლი კობახიძე

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შედგება ყველა თემაზე. 

"ევროპის საბჭოს მონიტორებთან ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები