Turkish Airlines-ის თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში პატარა გორილა იპოვეს და გადაარჩინეს. ის ამჟამად სტამბულის ზოოპარკში იმყოფება და ველური ბუნების სპეციალისტები მის ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებას განიხილავენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გასულ თვეში, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავზე, რომელიც ნიგერიიდან ტაილანდის მიმართულებით მიფრინავდა, ყუთში ხუთი თვის გორილა იპოვეს. საჯარო კონკურსის შემდეგ მას ზეიტინი, ანუ ოლივა დაარქვეს. პატარა გორილას პოლონესკას ზოოპარკში რეაბილიტაციას უტარებენ.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა და ვუსურვებთ პატარა გორილას... გააგრძელოს სიცოცხლე თავის სამშობლოში," - განაცხადა ფაჰრეთინ ულუმ, სტამბოლის ბუნებისა და პარკების რეგიონულმა დირექტორმა.