15 იანვარი 2025,   05:55
ვრცლად
"როგორ მოგწონთ ისეთი მოთამაშის პროფილი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა?" - რა უპასუხა პარი სენ-ჟერმენი-ს მწვრთნელმა ჟურნალისტს კითხვაზე

პარი სენ-ჟერმენი-ს მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ესპალთან მატჩის წინა დღეს, შემაჯამებელი პრესკონფერენცია ჰქონდა, სადაც გუნდის სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დღევანდელ პრესკონფერენციას ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვის გარეშე არ ჩაუვლია.

გამოცემა La chaîne L"Équipe-ის ჟურნალისტმა გუნდის მწვრთნელს კითხვა შემდეგნაირი ფორმულირებით დაუსვა: "ჩვენ ვიცით, რომ შემადგენლობის გარდა სხვა ფეხბურთელებზე არ საუბრობთ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, როგორ მოგწონთ ისეთი მოთამაშის პროფილი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა?"

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ლუის ენრიკემ კითხვას ასე უპასუხა: არა, არა, მე მიყვარს იმ მოთამაშეებზე საუბარი, რომელიც ჩემს შემადგენლობაში არ არის, მაგრამ ახლა ამას არ გავაკეთებ.

ფრანგული და ესპანური მედიის ცნობით კი, ნაპოლსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე, ფაქტობრივად, დასრულებულია.

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილ ფრანგულ გუნდში, შესაძლოა, უახლოეს საათებშიც გადავიდეს. პარი სენ-ჟერმენი ნაპოლს ქართველი თავდამსხმელისთვის 65 მილიონ ევროს და პლიუს 15 მილიონს ბონუსად გადაუხდის. თავად "კვარას" ანაზღაურება კი სეზონზე 8-8,5 ევრო და დამატებითი ბონუსები იქნება.

დღის ამბები