15 იანვარი 2025,   11:34
ვრცლად
იტალიაში გატარებული ორ-ნახევარი წლის შემდეგ, კვარაცხელია პარიზულ კლუბს 2029 წლამდე შეუერთდა - ნეაპოლური გუნდი "პარი სენ-ჟერმენისგან" 70 მილიონ ევროს მიიღებს

ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენში" ითამაშებს. იტალიაში გატარებული ორ ნახევარი წლის შემდეგ, კვარაცხელია პარიზულ კლუბს 2029 წლამდე შეუერთდა. სეზონში მისი ხელფასი 8-9 მილიონ ევროს შეადგენს, პლუს ექნება ბონუსები, რაც "ნაპოლისთან" შედარებით რამდენჯერმე მეტია.

ნეაპოლური გუნდი "პარი სენ-ჟერმენისგან" 70 მილიონ ევროს მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში, 30 გოლი გაიტანა.

2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგაზე კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

დღის ამბები