16 იანვარი 2025,   01:34
ვრცლად
გვაქვს შეთანხმება მძევლების თაობაზე ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ - დონალ ტრამპი

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლების თაობაზე ახლო აღმოსავლეთში", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მძევლები მალე გათავისუფლდებიან.

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლების თაობაზე ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ", – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

დღის ამბები