15 იანვარი 2025,   05:43
ვრცლად
le monde: დიდი სტაგნაცია გერმანიაში - სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი, 2025 წელს, შესაძლოა 3 მილიონამდე გაიზარდოს

ფრანგული გამოცემა "ლე მონდი, გერმანიაში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, მსგავსი სტაგნაცია, რომელსაც ახლა აქვს ადგილი გერმანიაში, 2010 წლის შემდეგ არ ყოფილა.

წინასწარი მონაცემებით, ამ წელს სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი 3 მილიონამდე გაიზრდება. როგორ აპირებს გერმანია ამ კრიზისთან გამკლავებას? 15 იანვარს, სტატისტიკის ფედერალური სამმართველო ქვეყნის 2024 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.

ექსპერტები ვარაუდობენ ან სტაგნაციას, ან მშპ-ს შემცირებას, რაც უკვე სამწლიან რეცესიას ნიშნავს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის. გამოცემის ცნობით, ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია და ეს პროცესი 2018 წლიდან დაიწყო, რის შემდეგაც გერმანიის მშპ ფაქტობრივად არ გაზრდილა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ქვეყანას ემუქრება, გახლავთ სამუშაო ბაზარი, რომელიც აქამდე საკმაოდ მყარი იყო, ამჯერად მკვეთრად გაუარესდა.

დღის ამბები