15 იანვარი 2025,   22:36
ვრცლად
გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია. როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება - ირაკლი კობახიძე

"ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება", -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის, ბათუმის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას, მედიასთან განაცხადა. 

მისივე თქმით, გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა.

"როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება", - განაცხადა პრემიერმა

დღის ამბები