16 იანვარი 2025,   01:02
ვრცლად
მერია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძის რეაბილიტაციას იწყებს -  გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთი გაფართოვდება

დედაქალაქის მთავარ სატრანსპორტო კვანძზე გზის რეაბილიტაცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები გმირთა მოედნიდან სანაპირომდე არსებულ მონაკვეთს მოიცავს. მძღოლები "კურიერთან" ამბობენ, რომ პროექტი, საავტომობილო მოძრაობას განიტვირთავს და გადაადგილებაც მეტად კომფორტული გახდება.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიას ახალი საავტომობილო ზოლი დაემატება. გზის გაფართოების მიზნით, გმირთა მოედანზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. დაგეგმილია კომერციული ფართების სხვა ტერიტორიაზე გადატანაც.

ინფრასტრუქტურული პროექტი ორ თვეში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ძირითადად საღამოს საათებში განხორციელდება. კახა კალაძის თქმით, მოძრაობის განახლებული სქემა, გმირთა მოედანზე ავტომობილების გამტარუნარიანობას გაზრდის.

პროექტს დედაქალაქი მერია ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება ოთხ მილიონ ლარზე მეტია.

დღის ამბები