"ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
"ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც რა თქმა უნდა არავითარი ფასი არა აქვს. რეალურად ყველამ იცის, რომ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. 26 ოქტომბერს 2024 წელს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება. ყველაფრი დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.