თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებმა მგზავრთნაკადის მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირეს. სამივე აეროპორტმა გასულ წელს 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს უმასპინძლა. 2024 წლის ავიაციის პორტფოლიო 10 საერთაშორისო ავიაკომპანიასთან 13 პირდაპირი რეისის ინახავს. ახალი წელი ავიაციისთვის სიახლეებით იწყება, ქვეყანაში ოპერირებას იწყებს რამდენიმე ავიაკომპანია, რომლებიც საქართველოში ფრენებს შეასრულებენ ლონდონიდან, მილანიდან, ჟენევიდან და ციურიხიდან. ასევე იგეგმება პირდაპირი რეისები მსოფლიოს სხვა ქალაქებიდანაც.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 4 მილიონ 8 ათასზე მეტი მგზავრი მიიღო. მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდადი დინამიკა დაფიქსირდა ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებშიც, რომლებმაც ჯამში ორ მილიონ ნახევარზე მეტ მგზავრს უმასპინძლეს. გასული წლის მონაცემებით, 24 პროცენტით მოიმატა სამივე საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობამ. პირდაპირი რეისების დანიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს ტურიზმის სექტორი და 2025 წელს ტურისტული ნაკადის გაზრდის მოლოდინში არიან. საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს. ოპერირებს არაერთი ავიაკომპანია.ქვეყანაში მგზავრთა ნაკადი წლიდან წლამდე იზრდება. 2024 წელს საქართველოს საავიაციო სექტორისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო.
ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა მოიმატა და - 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, რაც 24 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე 24 პროცენტით მოიმატა სამივე საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობამ. მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 4,8 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 29 პროცენტიანი მატებაა. ასევე 30 პროცენტით გაიზარდა თბილისიდან შესრულებული რეისების რაოდენობა. მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდადი დინამიკა დაფიქსირდა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც.
ქუთაისში 1,7 მლნ მგზავრზე მეტს, ბათუმში კი 951 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. ორივე აეროპორტში რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წელს საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება 10 საერთაშორისო ავიაკომპანიასთან 13 ახალი პირდაპირი რეისის შესრულების თაობაზე. 2024 წელს საქართველოში ოპერირება დაიწყეს ისეთმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა "ავსტრიის ავიახაზები", "ტრანსავია" და "ეარჩაინა". აღნიშნული ტენდენცია 2025 წელს გაგრძელდება და საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებენ „ბრიტანეთის ავიახაზები“, "იზიჯეტი", "ედელვაისი" და სხვები, რომლებიც საქართველოში ფრენებს შეასრულებენ ლონდონიდან, მილანიდან, ჟენევიდან და ციურიხიდან და სხვა ქალაქებიდან. მგზავრთნაკადის ისტორიული მაჩვენებელი საქართველოს აეროპორტებში. 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 25 %-ით გაიზარდა.
2024 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში - 4,750,830 მგზავრი დაფიქსირდა. რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია და შესრულდა 22,715 რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და რეისები 30%-ით გაიზარდა. 2024 წელს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა.
ავტორი: სიმონ შანავა.