16 იანვარი 2025,   01:04
ვრცლად
სამტრედიამ დღეს კიდევ ერთ კონცერტს უმასპინძლა

სამტრედიამ დღეს კიდევ ერთ კონცერტს უმასპინძლა. ცენტრალურ მოედანზე სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ცნობილი შემსრულებლები, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით წარსდგნენ. გაჟღერდა მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ჰიტები. 12 წლიანი ტრადიცია არც დღეს დარღვეულა, კონცერტის დასასრულს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, სადაც სამტრედიაში მცხოვრებ მარტოხელმა მამას რომელიც სამ შვილს ზრდის თბილისის მერმა კახა კალაძემ ბინა გადასცა. ღონისძიებას მთავრობის მეთაური და პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები