16 იანვარი 2025,   00:43
ვრცლად
კალათბურთში, დღეს, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალი გაიმართა

დღეს, კალათბურთში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალი გაიმართა. მემორიალის მე-20 გათამაშების გადამწყვეტი მატჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდსა და "ქუთაისი 2010"-ს შორის შედგა. მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოვიდა და გულშემატკივრებმა ერთი ოვერტაიმიც იხილეს.

გამარჯვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, 102-95 მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ფევაძე გახდა, რომელმაც 35 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები