ისრაელმა და ჰამასმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწიეს - ინფორმაცია BBC-იმ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. შეთანხმების სხვა კონკრეტული დეტალები ან მხარეთა ოფიციალური განცხადებები საკითხთან დაკავშირეებით ემ ეტაპზე არ ვრცელდება.
"როიტერის" ინფორმაციით, მანამდე მხარეებს, მოლაპარაკების შედეგად, გარკვეული პირობები ჰქონდათ წარდგენილი. ცნობილი იყო, რომ "ჰამასი" მძევლებს ღაზის სექტორიდან "ცაჰალის" სამხედროების გაყვანის გარეშე არ დააბრუნებს.
მაგიდაზე სამ ეტაპიანი შეთანხმება იდო, რომლის მიხედვით ისრაელის საპატიმროებიდან ასობით პალესტინელი ქალის და მოზარდის გათავისუფლების სანაცვლოდ, "ჰამასი" ექვსი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად გაათავისუფლებს 33 მძევალს. შეთანხმების თანახმად, ღაზაში ყოველდღიურად ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 600 მანქანა შევა.
რამდენად არის გათავლისწინებული ყველა ეს პირობა საბოლოო შეთანხმებაში, უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.