16 იანვარი 2025,   01:36
ვრცლად
6 კვირით ცეცხლის შეწყვეტა, 2024 წელს აყვანილი მძევლების გათავისუფლება და 2 მილიონი დევნილის ღაზაში დაბრუნება - BBC ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებზე წერს

ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების კონკრეტულ პირობებს ითვალისწინებს, სავარაუდოდ, ცეცხლის 6 კვირით შეწყვეტითა და მძევლების გათავისუფლებით დაიწყება. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

უცხოურ მედიაში გარიგების კონკრეტული ფორმულა უკვე გავრცელდა - ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ფაზა არის პირველადი ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა. ამ პერიოდში "ჰამასი" გაათავისუფლებს 33 მძევლს, რომლებიც ჯერ კიდევ გასული წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დააკავა. თუმცა უცნობია, ამ 33 პირიდან, ამ დრომდე ცოცხალი რამდენია.

ყოველი გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ ისრაელი ათეულობით პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. ისრაელი საკუთარ ჯარისკაცებს ღაზას სექტორის შედარებით მჭიდროდ დასახლებული ნაწილებიდან, აღმოსავლეთ მხარეს, ბუფერულ ზონაში გაიყვანს. დაუყოვნებლივ შეიტანენ ანკლავში მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას და საწვავს; ამასთან, ღაზადან დევნილ ორ მილიონამდე ადამიანს საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დააბრუნებენ, თუმცა შესდაძლოა, უმარვლესობას საკუთარი სახლის ნაცვლად მხოლოდ ნანგრევები დახვდეს.  

შეთახმებულ საკითხებს მიღმა რჩება მძევლების გარკვეული ჯგუფის საკითხი, მათ ბედს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გადაწყვეტს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტიდან 16 დღის შემდეგ უნდა დაიწყოს. სწორედ მაშინ უნდა გადაწყდეს ძირითადი კითხვები ღაზას მომავლის შესახებ - მაგალითად, ვინ მართავს მას და სრულად დატოვებს თუ არა ისრაელი ანკლავს.

 

 

დღის ამბები