ბარიერგადალახული პარტიები ახალი არჩევნების ჩატარების გზებზე დღესაც ვერ შეთანხმდნენ - ვერსიები არსებობს, თუმცა საერთო პოზიცია არა. დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ოპოზიციამ საკითხის გადასაჭრელად დამატებითი დრო ითხოვა. შეჯერდა მხოლოდ ზოგად პრინციპებზე - საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციასა და საერთო ბაზის შექმნაზე, სადაც მოსამართლეებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლების გვარებს განათავსებენ.
4 ბარიერგადალახული პარტიიდან შეხვედრას ესწრებოდა სამი. კონსულტაციები დღეს გახარიას გუნდის მონაწილეობის გარეშე გაიმართა, პარტიამ მიზეზი მოგვიანებით განმარტა.
კონსულტაციებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს დღეს მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ მათ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კი კითხვის ნიშნები არ არსებობს. უმრავლესობამ დღეს ოპონენტებს ისიც ურჩია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.
საერთო სტრატეგიაზე მსჯელობა დღის ბოლოს გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ოპოზიციურმა პარტიებმა, ახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივ გზებზე, რჩევები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისგან მიიღეს.