
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8 %-ზე დატოვა.
გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
უწყების ცნობით, წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3-პროცენტიან, მაჩვენებელზე დაბალია. მომდევნო სხდომა 7 მაისს ჩატარდება.