
სერბეთში აქციებია - ბელგრადში და ნოვი სადში სტუდენტებმა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობების ბლოკირება მოახდინეს. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ.
სერბეთში აქციები რკინიგზაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. სადგურზე ჩამოინგრა ჭერი, დაიღუპა 15 ადამიანი.
სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქციები ქვეყნის გარედან არის მართული, მიზანი კი ხელისუფლების დამხობაა.