12 მარტი 2025,   19:51
ვრცლად
"უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი "უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი" დასრულდა.

პროექტში საქართველოს 60 მოქალაქე მონაწილეობდა. კურსის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა.

პროექტის მონაწილეებს, ერთი თვის განმავლობაში, კომუნიკაცია ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს პირველ პირებთან და დარგის ექსპერტებთან. მათ მსმენელებს გააცნეს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, კორუფციული დანაშაულის პრევენციის მეთოდები, ასევე, უსაფრთხოების სხვა თემები.

უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა უწყების სასწავლო ცენტრის პროექტია.

დღის ამბები