12 მარტი 2025,   20:07
ვრცლად
"აგენტები არიან და რასაც უკარნახებენ თავიანთი პატრონები, ისე მოიქცევიან" - ირაკლი კირცხალია ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების ეშინია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპონენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ცდიან არჩევნებში ბედს, თუ დირექტივას გარე ძალებისგან მიიღებენ.

"რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, ასეთ დაფინანსებით მით უფრო მეტად გაეხსნებათ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში. ასევე მგონია, მოახლოვდება ოქტომბერი და დამწკრივდებიან და ყველა ერთად მიიღებს ამ არჩევნების მონაწილეობას იმიტომ, რომ მოვა ასეთი დირექტივა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიღება - არმიღებას, ეს არის ძალიან მარტივი თემა - არაერთხელ გვითქვამს, რომ აგენტები არიან და აგენტებს, რასაც უკარნახებენ თავიანთი პატრონები, ისე მოიქცევიან", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

 

დღის ამბები