
"აშშ-ისა და უკრაინის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა.
რობერტა მეცოლა წერს, რომ ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ჯერი რუსეთზეა.
შედეგიანი აღმოჩნდა გუშინდელი, 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.